საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოში წარსადგენ წევრთა საბუთების მიღებისა და ვადების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს ფორმირების (წევრების შერჩევისა და კრიტერიუმების  დამტკიცების) წესის დამტკიცების შესახებ“ 117/2018 დადგენილების, ფაკულტეტის საბჭოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების (ოქმი N5) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.     ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცხადდეს სადისერტაციო საბჭოში წარსადგენ წევრთა განაცხადების მიღება.
2.    კანდიდატთა დოკუმენტები დადგენილი წესით მიიღება 21 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით     09:00 – 18:00 საათამდე; თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი  №1 (თსუ-ს I კორპუსი), II სართული, ოთახი  №207 (საკონტაქტო პირი: კანცელარიის უფროსი თამარ მოკვერაშვილი).
3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი                /  ნანა გაფრინდაშვილი /